იან კელი: საქართველოს მთავრობას, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას, მართებს საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე ზრუნვა

ტრანსნაციონალური საფრთხე არის ისეთი რამ, რაც ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წინაშეც დგას – ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ ტერორიზმის საფრთხეზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობას მართებს საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე ზრუნვა, “პარიზში განვითარებულმა მოვლენებმა, ასევე ლიბანში, ანკარაში, სინაის მთაზე მომხდარმა ტრაგედიამ დაგვანახა, რომ ჩვენს მთავრობებს მართებს წინდახედულობა. ტრანსნაციონალური საფრთხე არის ისეთი რამ, რაც ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წინაშეც დგას. საქართველოს მთავრობას, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობას მართებს საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე ზრუნვა”, – განაცხადა იან კელიმ და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოსთან თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები