თინათინ ხიდაშელი: ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს

ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, ყველა ძალოვანი სტრუქტურა მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ყველაფერი წესრიგშია და რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს არ ველოდებით.
“როდესაც ასეთი სხდომა ტარდება, ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან კონკრეტული გეგმები განვიხილოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები. ასევე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უწყებების მიხედვით, ავიღოთ პასუხისმგებლობა. ამიტომ, დიახ, გიდასტურებთ, რომ კონკრეტულ თემებზე, კონკრეტულ მიმართულებებზე, კონკრეტულ ღონისძიებებზე იყო საუბარი, რომელიც შესაბამისი უწყებების მიხედვით უნდა განხორციელდეს, თუმცა ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს.
საქართველოს, როგორც სადაზვერვო სამსახურები, ასევე ყველა ძალოვანი სტრუქტურა მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, მუშაობს პარტნიორებთან ერთად სრულ სინქრონიზაციაში. შესაბამისად, ინფორმაციული თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგშია, ინფორმაციის ფლობის ხარისხი ძალიან მაღალია და ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს არ ველოდებით. უმთავრესი ღონისძიებები, რომელიც ასეთ დროს ნებისმიერ ქვეყანაში, პირველ რიგში, გასაკეთებელია, არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და ის კონკრეტული ზომები, რომელიც მოემსახურება იმას, რომ არ მოხდეს შემოღწევა ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელი ელემენტების. ეს არის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველადი ხარისხის ღონისძიება. ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული გეგმა არსებობს, რომელიც დღეს არ მოგვიგონია. ეს გეგმები არსებობს და, რა თქმა უნდა, ამოქმედებას იწყებენ იმის მიხედვით, ქვეყანაში როგორი ვითარებაა”, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები