პრემიერის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა – ვიდეო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, მსოფლიოსა და რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების კონტექსტში, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საბჭოს წევრებმა უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო გაძლიერებასა და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებაზე ისაუბრეს. დაიგეგმა სასაზღვრო რეჟიმის და სტრატეგიული ობიექტების კონტროლის გამკაცრების ღონისძიებები.
საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა სტრატეგიულ პარტნიორებთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი დავით სუჯაშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები