18 ნოემბერი
10:00
მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართება
10:30
საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ისლამისტებთან დაკავშირებული საფრთხეები საქართველოსთვის; საქართველოდან სირიაში ახალგაზრდების გამგზავრება და რამდენად სახიფათოა ქვემო ქართლში არსებული მდგომარეობა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია “სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენას” გახსნის. ღონისძიება გაიმართება საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, მე-11 პავილიონში (მის: ა. წერეთლის გამზ. 118). საკონტაქტო პირი – ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს. თემა: ბოლო მოვლენები ევროპაში და რეგიონული უსაფრთხოება, სპეცსამსახურების მიერ დაშვებული შეცდომები.
11:30
“პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
E1
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ტერაქტების სერია პარიზში; საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკა; პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი.
11:30
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ისლამისტების მიერ განხორციელებული ტერაქტები, საფრთხეები საქართველოში და უსაფრთხოების ზომების გაძლიერება; „პატრიოტთა ალიანსის“ შიმშილობა; პარტია „საქართველო მშვიდობისთვის“ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00
“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე საინფორმაციო სააგენტო “პირველის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “CCI” აღმასრულებელი ხელისუფლების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარადგენს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერები უსინათლოებს შეხვდებიან და მათთვის სპეციალურად შექმნილ ხმოვან ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცემენ. ამ პროექტის ფარგლებში „მემარცხენე ალიანსი“ და „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მის.: რუსთავის გზატკეცილი 22, „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ კულტურის ცენტრი.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ტერაქტების სერია პარიზში; საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკა; პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში – განცხადებები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი.
12:30
“პირველ პრესკლუბში” „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე პრესკონფერენციას საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის შესახებ გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში მირიან მირიანაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: რას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში.
13:00
თბილისის მერი დავით ნარმანია „ხალხური რეწვის დარგის განვითარების“ პრეზენტაციას დაესწრება. მის : სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“. საკონტაქტო პირი: – ნინი მთვარაძე 598 14 11 51
15:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ცნობილი ქართველი ფილოლოგის, ირანისტის, რუსთველოლოგის, აღმოსავლეთმცოდნეობის ცნობილი სკოლის ერთ–ერთი თვალსაჩინო ფუძემდებლის, იუსტინე აბულაძის (1874 – 1962) ნეშტს გადმოასვენებენ.
16:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე, ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი გაიხსნება.
E1
19:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება გალაკტიონის საიუბილეო საღამო, რომელიც ეძღვნება მისი ლექსის „მერი“ პუბლიკაციის 100 წლისთავს.
20:00
რესტორან “ქართულ სახლში” ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის გალა საღამო გაიმართება.