გელა დუმბაძემ ღვინის კომპანია „შუმი“ დააჯილდოვა
გელა დუმბაძემ ღვინის კომპანია „შუმი“ დააჯილდოვა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ შპს ღვინის კომპანია „შუმის“ გენერალურ დირექტორს, აკაკი ცოფურაშვილს „ერთგული პარტნიორობისთვის“ სიგელი გადასცა. ცნობისთვის, „შუმი“ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ღვინოს, სპეციალურად, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის ასხამს.