სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას სამძიმარს უცხადებს.
საბჭოს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს შენობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ და საბჭოს მდივნის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა გააკეთეს.