ადა მარშანია და ემზარ კვიციანი საავადმყოფოში გადაიყვანეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან „პატრიოტთა ალიანსის“ მოშიმშლე ოთხი წევრი შეუძლოდ გახდა. მათ შორის ადა მარშანია და ემზარ კვიციანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, აქციის ყველა მონაწილე, რომლის ჯანმრთელობასაც საფრთხე დაემუქრება, კლინიკაში გადავა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას პარტიის წევრები არ აპირებენ.
შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მთავრობის კანცელარიასთან მე-10 დღეა, რაც შიმშილობენ.