ბელგია-ესპანეთის მატჩი ტერაქტის საშიშროებამ ჩაშალა
ბრიუსელში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ბელგიისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები უნდა დაპირისპირებოდნენ, გადადებულია. შეხვედრა გუშინ ბრიუსელში უნდა გამართულიყო, მაგრამ არ შედგა. ბელგიური ინტერნეტპორტალის hln.be-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი ის იყო, რომ სტადიონზე ტერაქტის მოწყობის საფრთხე არსებობდა. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტს სალაჰ აბდესლამი ამზადებს, რომელიც პარიზში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ფრანგ სამართალდამცავებ დაუსხლტა.
“ძალიან ვწუხვართ, რომ ამხანაგური მატჩის გადადება ბოლო მომენტში მოგვიხდა და გვესმის იმ ფანატების, რომლებსაც ამის გამო გული დასწყდათ. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ არ შეგვიძლია გავრისკოთ მოთამაშეთა და გულშემატკივრების უსაფრთხოების ხარჯზე”, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.