ვის ემუქრება iPhone+ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ფორმით (ვიდეო)
ინტერნეტსივრცეში iPhone+ – ის პროვოკაციული სარეკლამო რგოლი ვრცელდება. ვიდორგოლში iPhone+ – ის თანამშრომლები, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მსგავსად არიან გამოწყობილნი, მათ „ავტომატები“ უჭირავთ და კონკურენტებს ემუქრებიან.
ვიდეოს თან ერთვის ქართული ტიტრები, სადაც წერია, რომ iPhone+ იანვრიდან ხდება APPLE-ის ოფიციალური პარტნიორი. ისინი ძლიერი კონკურენციით იმუქრებიან. სარეკლამო რგოლის მონაწილეები „პერფორმანსს“ იარაღიდან გასროლის იმიტაციით ასრულებენ. ვიდერგოლმა სოციალურ ქსელის მომხმარებლების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ვიდეო iPhone+ – ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
„კვირა“ iPhone+ -საც დაუკავშირდა, თუმცა მათ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.