დავით ნარმანიამ საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. დავით ნარმანიამ, პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო ფრანგ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
“მოვედი იმისთვის, რომ სამძიმარი ვუთხრა ფრანგ ხალხს, ჩვენს კოლეგებს, პარტნიორებს, რომლებიც განსაკუთრებულ ჟამს საჭიროებენ თითოეული ჩვენგანის გვერდით დგომას. გარდა იმისა, რომ მე სამძიმრის წიგნში გავაკეთე ჩანაწერი, ასევე ოფიციალური სამძიმრის წერილი გავუგზავნე ჩემს კოლეგას, პარიზის მერს და ამით კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი გვერდით დგომა”, – განაცხადა ნარმანიამ.