ფოთში ქარიშხალი მძვინვარებს – ნაბადას უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება (ფოტოკოლაჟი)
ფოთში ძლიერმა ქარმა მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებსა და კერძო სახლებს სახურავები ახადა. ქარიშხალმა ასევე მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. როგორც “კვირას” ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ განუცხადა, ამ წუთებში ნაბადას უბანს მთლიანად არ მიეწოდება ელექტროენერგია. კაკულიას თქმითვე, ქარის სიჩქარე 145 კმ/სთ-ში შეადგენდა და რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. მისივე ინფორმაციით, ქარი ჩადგა, უბრალოდ წვიმს.
ფოთის მერის განცხადებითვე, მოქმედებს საგანგებო შტაბი, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა, რადგან ძლიერმა ქარმა ფოთს რამდენიმე დღის წინაც გადაურაა, თუმცა ასეთი სიძლიერის არ ყოფილა. როგორც კაკულიამ აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ზარალის დადგენას ცდილობენ და ყველა შესაბამისი სტრუქტურა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.




