“უსიამოვნო ფაქტია, როდესაც პოლიციელის პასუხისგებაში მიცემა ხდება ძალადობრივი დანაშაულისთვის”

მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსის ლაშა კვირკვაიას მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ძალიან უსიამოვნო ფაქტია, როდესაც პოლიციელის, თანამდებობის პირის პასუხისგებაში მიცემა ხდება ძალადობრივი დანაშაულისთვის, თუმცა თუ ის ჩაიდენს დანაშაულს, მყისიერი და მკაცრი რეაგირება მოხდება.
მისივე თქმით, დადგინდა, რომ მე-5 განყოფილების უფროსის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით.
“ჩვენი რეაგირება ამ ყველაფერზე იყო მყისიერი. ჩვენ იმავე დღეს დავიწყეთ ამ ფაქტზე გამოძიება და რამდენიმე დღეში დავადგინეთ, რომ მე-5 განყოფილების უფროსის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით. რაც შეეხება დაზარალებულ გიორგი მდინარაძის განცხადებას, რომ სხვა ადამიანებიც არიან პასუხისგებაში მისაცემი, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ჩვენ რომ გვქონდეს საფუძველი სხვა პოლიციელების პასუხისგებაში მიცემის, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებდით. გამოძიებით დადგენილია და თვითონ გიორგი მდინარაძის განცხადებითაც, რომ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა განყოფილების უფროსი”, – განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები