ლევან იზორია: როგორც კი საჯაროდ აიტვირთა მუქარები, დაიწყო გამოძიება

როგორც კი საჯაროდ აიტვირთა მსგავსი სახის მუქარები და განცხადებები დაიწყო გამოძიება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ გადაცემა „მაესტროს ფაქტორში“ საქართველოს მისამართით გაჟღერებული მუქარების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი სერიოზულ რეაგირებას მოითხოვს.
„მე როგორც გითხარით ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს სერიოზული რეაგირებისთვის, თუმცა ეს არ არის საფუძველი პანიკისთვის. ბუნებრივია, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას, როგორც კი საჯაროდ აიტვირთა მსგავსი სახის მუქარები და განცხადებები დაიწყო გამოძება. კერძოდ, ჭაღალიძის მიმართ ჯერ კიდევ ამა წლის 12 იანვარს და ასევე პაიჭაძის მიმართ. თუმცა, მიმდინარე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით გარკვეულ აქტიურობას ჰქონდა ადგილი. საუბარია ბორჩაშვილის და მისი თანამზრახველების დაკავებაზე, აქ ლაპარაკია გარკვეულ პირთა, მათ შორის არასრულწლოვანთა გადაბირებაზე ისლამური სახელმწიფოს სასარგებლოდ საბრძოლველად. შესაბამისად, გამოძიება ჯერ კიდევ აპრილში იყო დაწყებული და ივნისში იქნა ბორჩაშვილი დაკავებული. 19 ნოემბერს იქნება პირველი სასამართლო სხდომა. ასე რომ ამ მიმართულებით მთელი რიგი აქტიური ღონისძიებები იქნა გატარებული“, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები