17 ნოემბერი
09:00
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 13 ნოემბერს საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნი გაიხსნება, სადაც ჩანაწერის დატოვება 09–დან 19.00 საათამდე იქნება შესაძლებელი. მის. თავისუფლეობის მოედანი N2.
10:30
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე წულაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მედიაციის საპილოტე პროექტი, რომლის მიზანია სამოქალაქო სამართლებრივი დავების მორიგებით დამთარების ხელშეწყობა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
უფლებადამცველი და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მთავარი პროკურატურის მიერ ქონების უკანონო ჩამორთმევასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმის გახსნა და ახალი ბრალდების წაყენება ყოფილი მაღალჩინოსნების – ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის მიმართ. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
№95 ბაგა-ბაღში თბილისის მერი დავით ნარმანია „ენერგოეფექტური მუნიციპალური შენობის“ პროექტის პრეზენტაციას დაესწრება. მის : დოდო აბაშიძის ქ. 4. საკონტაქტო პირი: – რიტა ყაველაშვილი 577 73 31 82
11:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ახალ ელექტრონულ სისტემას წარადგენს. მის: ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი – აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომერი (კლინიკა “ლანცეტის” გვერდით)
E1
11:30
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ზარქუა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს მიმოიხილავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ტერაქტები საფრანგეთში, საფრთხეები საქართველოში და უსაფრთხოების ზომების გაძლიერება; პროკურატურის ახალი ბრალდება ყოფილი მაღალჩინოსნების – ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის მიმართ; უშიშროების საბჭოს მოწვევა; სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7),ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია “The Knitting Circle”, ფონდი კრისტალი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” (CHCA), სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS), საქართველოს იეზიდთა სახლი და თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი (ACICC) გამართავენ ერთობლივ საჯარო დისკუსიას სახელწოდებით: “მათი თვალთახედვიდან – ტერორისტული დაჯგუფება ‘ისლამური სახელმწიფოს (ISIS)’ მსხვერპლი იეზიდები”.
12:00
“პირველ პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. თემები: ტერაქტი საფრანგეთში და საქართველოს უსაფრთხოება; 2016 წლის ბიუჯეტი, პენსიების ზრდა და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
“დემოკრატიული მოძრაობის” მთავარ ოფისში (აბულაძის 8) პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივნის გიგლა ბარამიძის ბრიფინგი გაიმართება. თემა: საგარეო საქმეთა სამიანისტროს განცხადება
13:00
კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი შეხვედრას გამართავენ მარკეტინგული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებსაც პროგრამის მნიშვნელობას და კონკურსის დეტალებს გააცნობენ.
14:00
თბილისის მერი დავით ნარმანია გამწვანების აქციაში მიიღებს მონაწილეობას. მის : გრიბოედოვის ქ.N20. საკონტაქტო პირი: ნინი მთვარაძე 598 14 11 51
15:00
სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სსიპ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია“ დაინტერესებული სტუდენტებისათვის ღია კარის დღის მოწყობას გეგმავს.
15:00
თბილისის მერი დავით ნარმანია, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში შემოქმედებით საღამოს დაესწრება. ღონისძიება გალაკტიონის 124-ე დაბადების დღეს ეძღვნება. მის: კ. მარჯანიშვილის ქ. N4 საკონტაქტო პირი: ლილე ხმალაძე 599 270 646