“საქართველოში ჩამოსვლა მსურდა, რადგან ხელი შემეწყო, რომ დავხმარებოდი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში”

საქართველოში ჩამოსვლა მსურდა, რადგან ხელი შემეწყო, რომ დავხმარებოდი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს. ელჩი აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პუნქტები დღემდე არ არის შესრულებული, სადაც შავით თეთრზეა აღნიშნული, რომ რუსული ჯარი უნდა დაბრუნდეს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.
„მსურდა საქართველოში ჩამოსვლა იმიტომ, რომ ხელი შემეწყო, დავხმარებოდი საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, იმაში, რომ საქართველოს ჰქონდეს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა.
მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთხმად ილაპარაკოს მსგავს დარღვევებზე. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პუნქტები დღემდე არ არის შესრულებული, სადაც შავით თეთრზეა აღნიშნული, რომ რუსული ჯარი უნდა დაბრუნდეს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. ამ მხრივ, ეს პრიორიტეტია, რომელზეც ვმუშაობთ. ვაფასებ საქართველოს ხელისუფლების მიდგომას, იმ თავშეკავებასა და პრაგმატიზმს, რომელსაც იჩენს. საერთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ასპექტია ბრძოლის ისეთი ფორმის შერჩევა, რომელშიც გაიმარჯვებ. აშშ აქტიური მონაწილეა ჟენევის ფორმატისა. ვაფასებ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რის შედეგადაც რუსეთთან ურთიერთობის ახალი არხი გაიხსნა. ზურაბ აბაშიძე ძალზე გამოცდილი და პრაგმატული დიპლომატია. ამდენად, არსებული ფორმატები – ჟენევის მოლაპარაკებები და აბაშიძე-კარასინის არხი – იძლევა აქტუალური თემების უფრო აქტიურად განხილვის საშუალებას. მინდა დადებითად შევაფასო საქართველოს მთავრობის რეინტეგრაციის პოლიტიკა. მთავრობა ამ მხრივ კარგ ნაბიჯებს დგამს და ცდილობს გრძელვადიანი სტრატეგიის გატარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ინტეგრაციისთვის“,-აცხადებს იან კელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები