ვლადიმერ ჟირინოვსკი – საფრანგეთი იღუპება, ის საკუთარ თავს მარტო ვერ დაიცავს

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ვლადიმერ ჟირინოვსკის მიაჩნია, რომ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტები მისი ყოფილი კოლონიებიდან – სირიიდან, მაროკოდან, ტუნისიდან არაბების დიდი რაოდენობის ჩამოსვლით არის გამოწვეული.
„ამ ქვეყნებიდან საფრანგეთში წასულ ადამიანებს იქ საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავთ. სწორედ ეს არის ამ პრობლემების ძირითადი მიზეზი“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.
მისივე თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ამ ეროვნების პირებში ტერორისტების მხარდამჭერები არსებობენ.
ჟირინოვსკი ამბობს, რომ საფრანგეთი ახალ არაბისტანად გადაიქცა. თუმცა ფრანგებს ჯერ კიდევ აქვთ გადარჩენის შანსი – ისინი რუსეთში უნდა იყვნენ ევაკუირებულები. „საფრანგეთი იღუპება, ის საკუთარ თავს მარტო ვერ დაიცავს. ფრანგები ხომ საფრთხის დროს გარბიან, ხოლო არაბები ძალიან განრისხებულები არიან“, – აცხადებს ვლადიმერ ჟირინოვსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები