გერმანიაში პოლიციამ 8 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა

გერმანიის პოლიციამ ბავარიის ქალაქ ვალენფელსში რვა ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა. ეს დასახლება ჩეხეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, ცხედრები ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლშია ნაპოვნი, თუმცა სპეციალური ტესტების მეშვეობით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი ხნის წინ გარდაიცვალნენ ეს ბავშვები.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ადრე ამ სახლში ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაშორდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები