რას ყვებიან ტერაქტს გადარჩენილები – “ნამსხვრევები ტელეფონს მოხვდა და მე გადავრჩი”

პარიზელები 13 ნოემბერს, მომხდარი ტერაქტის შესახებ საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანი აფეთქებას შემთხვევით გადაურჩა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტერორისტები დაახლოებით 25 წლის ახალგაზრდები იყვნენ. როგორც ადგილობრივი მოქალაქე აცხადებს,  ტერორისტები „კალაშნიკოვის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი.
ჯერომ ბართელემი: „ჩვენ ბარის უკან ვიყავით და დავინახეთ ფოიერვერკის მაგვარი რაღაც განათდა. მოვტრიალდით და დავინახეთ „კალაშნიკოვის“ იარაღით შეიარაღებული ორი მამაკაცი. ისინი დაახლოებით 25 წლამდე ასაკისანი იყვნენ. მათ მოგვთხოვეს ძირს დავწოლილიყავით. ოთახში ვინც ვიყავით, ყველა იატაკზე დაწვა. მე ხალხის ქვეშ აღმოვჩნდი. თავდამსხმელები სროლას აგრძელებდნენ. თუმცა, ხანდახან ჩერდებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი ძალიან მშვიდი იყო, რამაც ძალიან გამაკვირვა. თავიდან ვფიქრობდი, რომ ტყვიები ნამდვილი არ იყო. მაგრამ, როდესაც ჩემს თვალწინ ერთ ადამიანს ესროლეს, მივხვდი რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა“.
კიდევ ერთი თვითმხილველი: „ქუჩაზე გადავდიოდი და ხმა გავიგე. აფეთქება ზუსტად ჩემთან ახლოს მოხდა. ყველაფერი პატარა ნაწილებად დაიშალა და ჩემს გარშემო დაფრინავდა. ამ დროს დავეცი. როდესაც წამოდგომა ვცადე, ბიჭებიც დამეხმარნერნ. აფეთქების შედეგად, ნამსხვრევევი ტელეფონს მოხვდა და მე გადავრჩი”, – ამბობს საფრანგეთში მცხოვრები მოქალაქე.
„ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, რადგან იქ არ ვყოფილვარ. არ მესმის, რატომ აკეთებენ ასეთ რაღაცეებს ადამიანები. თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. მე მგონია, რომ ეს არის ომი. საშინელებაა. ალბათ ძალიან დიდი ხანი, შესაძლოა წლებიც, ეს შიში გაგვყვეს. არ ვიცი, რაშია გამოსავალი“, – ამბობს საფრანგეთში მცხოვრები ქალბატონი უკვე ტერაქტის მეორე დღეს.
შეგახსენებთ, რომ პარიზში 13 ნოემებრს საღამოს მომხდარი ტერაქტების შედეგად 128 ადამიანი დაიღუპა და 600-მდე დაშავდა.
ტერორისტულ შეტევებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები