ლონდონის აეროპორტიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
ინგლისში, ლონდონის აეროპორტიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი მგზავრის ბარგში ნაპოვნი იარაღი აღმოჩნდა. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში აღმოჩენილ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.