საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. „მე ხელი მოვაწერე სამი დღით ნაციონალური გლოვის გამოცხადების ბრძანებულებას“, – განაცხადა ოლანდმა.
გუშინ პარიზში სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და საფეხბურთო სტადიონს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 127 ადამიანი დაიღუპა და 600-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები