პარიზელები ქუჩაში დარჩენილ ხალხს სტუმრად ეპატიჟებიან

პარიზელები სოციალური ქსელების მეშვეობით ქუჩაში დარჩენილ ხალხს სტუმრად ეპატიჟებიან. ეს აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ადამიანმა ტვიტერში და ფეისბუქში დახმარების თხოვნის პოსტი გამოაქვეყნეს.

„თუ შეიძლება მიშველეთ, მე Boulevard de la Vilette-ზე ვიმყოფები და ტელეფონის აკუმულატორი მიჯდება“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
„ახლა Porte Maillot-ზე ვიმყოფებით და ამ ამბის შემდეგ ჩვენ სასტუმროში ვერ მივდივართ. თუ შეგიძლიათ ღამე გაგვათენებინეთ“, – წერს რამდენიმე ტურისტი.
ამ თხოვნების საპასუხოდ პარიზელები სოცქსელებში თავის მისამართებს დებენ და ქუჩაში ჩარჩენილი ხალხის მიღების მზადყოფნას გამოთქვამენ.

dfhh

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები