“პარიზში განხორციელებული ტერაქტები “ისლამური სახელმწიფოს” მიერ იყო ორგანიზებული”
საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, პარიზში განხორციელებული ტერაქტები “ისლამური სახელმწიფოს” მიერ იყო ორგანიზებული.
ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ოლანდმა, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ამ თავდასხმის უკან ტერორისტული არმია, “ისლამური სახელმწიფო”, ჯიჰადისტები დგანან, რომლებიც საფრანგეთისა და იმ ფასეულობების წინააღმდეგ გამოდიან, რომელსაც მთელ მსოფლიოში ვიცავთ”, – განაცხადა ოლანდმა.
ცნობისთვის, პარიზში, გუშინ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 128 ადამიანი დაიღუპა და 600-მდე დაშავდა.