„ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეები პარიზში მომხდარ ტერაქტებს ზეიმობენ
„ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეები სოციალურ ქსელებში პარიზში მომხდარ ტერორისტულ შეტევებთან დაკავშირებით საზეიმო პოსტებს ავრცელებენ.
ისლამისტების ერთ-ერთმა აქტივისტმა „ტვიტერში“ დაწერა: „პარიზი ცეცხლშია გახვეული“. ზოგიერთ „ტვიტში“ ტერაქტის ადგილიდან ფოტოები ვრცელდება, სხვებში წერია „ალაჰ აკბარ“.
შეგახსენებთ, რომ პარიზში 13 ნოემებრს საღამოს მომხდარი ტერაქტების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 600-მდე დაიჭრა. ტერორისტულ შეტევებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.