„თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ასეთი წარმოუდგენელი აქტი განახორციელა”

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ტელემიმართვა გაავრცელა, სადაც საფრანგეთის ხელისუფლებას და ფრანგ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
„ჩვენ, თქვენი გერმანელი მეგობრები, თქვენს გვერდით ვართ. თქვენთან ერთად ვგლოვობთ.
„თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ასეთი წარმოუდგენელი აქტი განახორციელა”.
„ეს არის თავდასხმა თავისუფლებაზე არამარტო პარიზში, ჩვენ ყველანი ვართ მათი სამიზნეები. ამიტომაც საჭიროა საერთო რეაგირება”, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მანვე, საკუთარ ხალხს სიმშვიდისა და სიმტკიცისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი თავისუფლება ტერორზე ძლიერია. მაშ ვუპასუხოთ ტერორისტებს ჩვენი ფასეულობების მტკიცე დაცვით”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები