ბაშარ ასადი საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ განცხადება ბაშარ ასადმა სირიაში, ფრანგ დეპუტატებთან შეხვედრისას გააკეთა.
“საფრანგეთში წუხელ მოხდა ის, რაც სირიაში უკვე 5 წლის განმავლობაში ხდება”,- განაცხადა ბაშარ ასადმა.
გუშინ, საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები