რაზე ისაუბრეს აშშ-ში დავით უსუფაშვილმა და ვიქტორია ნულანდმა

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აშში-ში ვიზიტი დაასრულა. როგორც მან განაცხადა, იგი აშშ-დან ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში მიემგზავრება.
პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვიქტორია ნულანდს და სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს, ბრიგიტ ბრინქს შეხვდა. „საუბარი გვქონდა ქვეყნის შიგნით თემებზე. განვიხილეთ პარლამენტის მუშაობის შუქ-ჩრდილები. იმ თემებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ხდებოდა საქართველოში. ამასთან, ვისაუბრეთ მომავალი არჩევნებისთვის. ის თემები რაც ბოლო კვირებში აქტუალურია, კერძოდ „რუსთავი 2 „თან დაკავშირებით. ჩვენთვის ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად არავინ დაზიანდეს და მათ შორის არც სასამართლო სისტემა. თუმცა, ბოლო ხანებში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ყველამ მიიღო სხვადასხვა სახის ზარალი და ეს აღარ უნდა განმეორდეს. ყველა დავას, რომელიც ქვეყანაში ხდება უნდა ჰქონდეს ცივილური გამოსავალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები