საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
საგრანგეთის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა.
ასევე მიღებულია გადაწყვეტილება საზღვრების დახურვის შესახებ. საფრანგეთის აეროპორტები მუშაობას განაგრძობენ, თუმცა ყველა აეროპორტში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. რამდენიმე ავიაგადამზიდავმა, მათ შორის ამერიკულმა კომპანია „დელტამ“ საფრანგეთის მიმართულებით ავიარეისები 22 ნოემბრამდე შეაჩერა. აშშ-ს უმსხვილესმა საჰაერო გადამზიდავმა „ამერიკან ეარლაინზმაც“ თავდაპირველად რეისების გაუქმების შესახებ განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით ფრენა აღადგინა.
რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტს, ის მუშაობას განაგრძობს. კომპანია „ევროსტარმა“ განაცხადა, რომ მისი მატარებლები განრიგის მიხედვით იმოძრავებენ.