14 ნოემბერი
11:00 თბილისის მერი დავით ნარმანია გამწვანების აქციაში მიიღებს მონაწილეობას. მის : ნაძალადევი, თემქა, მესამე მიკრო, 13 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია. საკონტაქტო პირი: რიტა ყაველაშვილი 577 73 31 82
11:30 „საქართველო მშიერი ბავშვების გარეშე“ ამ პროექტის ფარგლებში გორში, დევნილების კომპაქტურ ჩასახლებებში – კარალეთსა და ვერხვებში – ჩატარდება ღონისძიება „სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის“ ეგიდით და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის დახმარებით. ბავშვებს 6 თვიდან 1 წლამდე გადაეცემათ კვების პროდუქტები. საკონტაქტო პირი: 593 23 58 51 ნინო ჩიბიროვა
12:00 თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: “პიროვნული განვითარების არქიტექტურა”, რომელსაც ორგანიზაცია “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა წაიკითხავს.
12:00 თბილისის მერი დავით ნარმანია „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ არქეოლოგიურ კვლევებს დაათვალიერებს. მისამართი: რობაქიძის გამზირის მიქელაძისა და ახმეტელის ქუჩების გადაკვეთასთან. (ვაკე-საბურთალოს რაიონში დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე, დავით აღმაშენებლის გამზირის გასწვრივ. სოფელი დიღმისკენ მიმავალი გზა). საკონტაქტო პირი: რიტა ყაველაშვილი 577 73 31 82
12:30 პარტია “მემარცხენე ალიანსის” ოფისში, პარტიის პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე პენსიების ზრდისა და პენსიონერების მედიკამენტებით სრული ფინანსური უზრუნველყოფის თაობაზე ბრიფინგს გამართავს. მის.: ი. ხვიჩიას #17, საკონტაქტო პირი: პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
13:00 თბილისის მერი დავით ნარმანია გამწვანების აქციაში მონაწილეობას მიიღებს. მის : ლილო, ნამორაძის ქუჩა. საკონტაქტო პირი: რიტა ყაველაშვილი 577 73 31 82
13:00 მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ღონისძიებას გახსნის სახელწოდებით – „სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეთათვის“, სადაც ქართული უნივერსიტეტები მოსწავლეებს მეცნიერულ აღმოჩენებს და საინტერესო ექსპერიმენტებს წარმოუდგენენ, გაიმართება გამოფენა, თამაშები, ვიქტორინები, სამეცნიერო-პოპულარული ლექციები. მის.: წერეთლის გამზირი 168, ექსპო-ჯორჯიას მე-4-5 პავილიონი
14:00 ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი და სხვა წარმომადგენლები, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში შეხვდებიან კახეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს.
16:00 მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ამერიკელი პალეო არტისტის, ჯონ ანტონი გურჩის მიერ დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის მიხედვით შექმნილი ჰომინინის საზეიმო პრეზენტაციას დაესწრება. მის.: რუსთაველის გამზირი 3, ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი