სოსო შატბერაშვილი: სასურველი იქნება, თუ პრეზიდენტი შედარებით მოკრძალებულ რეზიდენციაში გადავა
“მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის სასახლის მშენებლობაში ჩადებული ფული „გადაყრილი თანხაა“.
„ამ სასახლის მშენებლობაში ჩადებული ფული გადაყრილი თანხაა, ამიტომ ჩვენ თავიდანვე ვაპროტესტებდით ამას. ფაქტი სახეზეა, რომ ეს სასახლე აშენდა, ისიც სახეზეა, რომ დღეს მძიმე სოციალური მდგომარეობაა და ამ სასახლის შენახვა სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება. ამასთან, რეზიდენციის შეცვლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ძალადობრივი გზით. თვითონ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და გადაბრძანდეს უფრო მოკრძალებულ რეზიდენციაში. მაგრამ ყოველგვარ გამოსახლებაზე, ჩვენი აზრით, ლაპარაკი ზედმეტი უნდა იყოს“, – განაცხადა შატბერაშვილმა “პირველ პრესკლუბში“.შატბერაშვილის თქმით, სასურველი იქნება, თუ პრეზიდენტი შედარებით მოკრძალებულ რეზიდენციაში გადავა.