პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავას ციხე-კოშკი დაათვალიერა
სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მოგვიანებით პეტერ პელეგრინმა ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავას ციხე-კოშკი დაათვალიერებინა და ღირშესანიშნავი ნაგებობის ისტორია პირადად მოუყვა. სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუნაის სანაპიროდან ბრატისლავას ხედები დაათვალიერეს.