13 ნოემბერი

09:00
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტირება ზოგად უნარებში) დაიწყო. მისამართი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი, სანდრო ეულის ქ.№3ა. საკონტაქტო პირი: ნანა – 593 33 18 18; ნატა – 591 99 44 47
10:00
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციური კოდექსის გასაცნობად საქართველოში 7 ქვეყნის დელეგაციები ჩამოვლენ. დელეგაციის წევრები „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს“ გაეცნობიან საერთაშორისო კონფერენციაზე − „მართლმსაჯულება ბავშვებისათვის“ საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით“. მის: სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”
11:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: პეკინის № 23-ში საბავშვო ბაღის აღდგენის ინიციატივით თბილისის მთავრობისადმი მიმართვა. მის : თავისუფლების მოედანი N2
11:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “C ჰეპატიტის“ პროექტის მიმდინარეობა, შედეგები და შემდგომი ეტაპი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი გუდიაშვილის მოედანის არეალში მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებენ. მის: გუდიაშვილის მოედანი, საკონტაქტო პირი: რიტა ყაველაშვილი 577 73 31 82
E1
11:00
NEW
“პირველ პრესკლუბში” ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: ერევა თუ არა ხელისუფლება რუსთავის 2-ის დავაში; შუალედური არჩევნების მოკლე ანალიზი; შენიშვნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
“პირველ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ბრიფინგს გამართავს. ისაუბრებს პარლამენტის უარზე ინტერპარტიული კომისიის შექმნაზე და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
“პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი ვალერი გელბახიანი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას გამართავს. მის: სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”
12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საზოგადოებას სამი წლის ანგარიშს წარუდგენს. მის.: წერეთლის გამზირი 168, ექსპო-ჯორჯია III პავილიონი

12:30
თბილისის მერი დავით ნარმანია ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ მსოფლიოს მე-13 ჩემპიონატის გახსნას დაესწრება. მის.: თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, სასტუმრო Hualing Tbilisi-ს სააქტო დარბაზი. საკონტაქტო პირი : ნინი მთვარაძე 598 141 151
13:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართება.
14:00
ივერიონის პრესკლუბში ზუგდიდის საკრებულოდან გათავისუფლებული კახა მიქაია მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს და სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: კოსტავას 6 პირველი სადარბაზო, მე-3 სართული.
14:00
ახლად აშენებული რიგით ოცდამეექვსე საზოგადოებრივ ცენტრს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. საზეიმო გახსნას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრებიან. მის: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი კაბალი
14:00
თბილისის მერი დავით ნარმანია გამწვანების აქციაში მონაწილეობას მიიღებს. მის : დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N5. N197 საბავშო ბაგა-ბაღი, საკონტაქტო პირი: ლილე ხმალაძე – 599 270 646
E1
14:30
ივერიონის პრესკლუბში საქართველოს მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი პაატა შავაძე პროკურატურაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრებს, თავის ხედვას გააცნობს საზოგადოებას, იმ ადამიანებს დაასახელებს, რომლებსაც სხვადასხვა თანამდებობებზე მოიაზრეს და თეა წულუკიანთან შეხვედრის თემაზეც გააკეთებს ხაზგასმას. მისამართი: კოსტავას 6 პირველი სადარბაზო, მე-3 სართული.
16:00
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე, ადვოკატ გიორგი ფოფხაძესთან და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელ მელიტონ ბენიძესთან შეხვედრას გამართავს. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი.
14 ნოემბერი
11:30
„საქართველო მშიერი ბავშვების გარეშე“ ამ პროექტის ფარგლებში გორში, დევნილების კომპაქტურ ჩასახლებებში – კარალეთსა და ვერხვებში – ჩატარდება ღონისძიება „სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის“ ეგიდით და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის დახმარებით. ბავშვებს 6 თვიდან 1 წლამდე გადაეცემათ კვების პროდუქტები. საკონტაქტო პირი: 593 23 58 51 ნინო ჩიბიროვა
12:00
თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: “პიროვნული განვი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები