გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიურ კორპუსს ხვდება – ფოტოკოლაჟი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.
საგარეო ურთერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს შეეხება.
“უმთავრესი თემა, რომელსაც განვიხილავთ, არის დემოკრატიული რეფორების გზა და ის, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ კონტექსტში საუბარი იქნება საშინაო დავალებებზეც. შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარებთ მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით – იცით, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ასე რომ, მსგავსი ტიპის კონსულტაციები უაღრესად მნიშვნელოვანი, აუცილებელი და საჭიროა”, – განაცხადა ფხალაძემ.

1507751_505941726240772_7074338293563311883_n 11220103_505941732907438_8592440217716719562_n 11247711_505942129574065_8394110467669803617_n 12196302_505941792907432_3998644363560904689_n 12240077_505941822907429_9013226260844543806_n 12246777_505941962907415_6081505693191095113_n 12246890_505941729574105_783608914711303287_n 12246904_505941999574078_7795286047490898180_n 12249640_505942032907408_9098450470622814435_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები