ნოდარ ჯავახიშვილი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს და UNDP-ის ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი  გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელს ჯიჰან სულთანოღლუს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში რეგიონული განვითარების და დეცენტრალიზაციის კუთხით მიმდინარე და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. მინისტრმა სტუმარს  ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გააცნო, რომლებიც  სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის – „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“  ხელშეწყობით განხორციელდა. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობას ცენტრალური და ადგილობრივი ადმინისტრაციების გაძლიერების მეშვეობით.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები დეცენტრალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისა და რეგიონული განვითარების მიზნით. მათ შორის:

  • 2014 წლის თვითმმართველობის კოდექსის სრული და ეფექტური იმპლემენტაცია;
  • მუნიციპალური განვითარების გეგმების შედგენა შერჩეულ მუნიციპალიტეტებში;
  • რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მცირე გრანტების სქემის განხორციელება საქართველოს შერჩეულ რეგიონებში;
  • ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელშეწყობისთვის ქმედითი ტრეინინგ სისტემის შექმნა და ა.შ.

            ჯიჰან სულთანოღლუმ პროგრამის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა  და  საქართველოში რეგიონული განვითარების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები