“პოზიციამ” ხანდაზმულთა პანსიონატი “ბასილიადა” მოინახულა
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ სოციალურად დაუცველთათვის პროექტების განხორცილებას განაგრძობს. ამჟამად, „პოზიცია“ ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ ეწვია, სადაც მოხუცები მოინახულა. ა/ო „პოზიცია“ 23 ნოემბერს ამავე პანსიონატში გეგმავს მოხუცების ფოტოსესიას და ქუჩის მუსიკოსების დახმარებით ღონისძიების ჩატარებას. არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას და მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, ჩაერთონ ქველმოქმედებაში. „სიკეთე გადამდებია“ – მიაჩნიათ „პოზიციაში“.