გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი იოჰანეს დუმა მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-ჰოლანდიურ ურთიერთობებს და არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოში მეტი ჰოლანდიური ინვესტიციის მოზიდვის აქტუალობას.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები