„საგარეჯოში ისეთი არაფერი მომხდარა, რაც შუალედურ არჩევნებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა“

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების პროტესტს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საგარეჯოში ისეთი არაფერი მომხდარა, რაც შუალედურ არჩევნებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა.
მისი განცხადებით, სპეცუბნის შედეგების გაუქმების შემთხვევაშიც არჩევნების შედეგები არ იცვლება, რის გამოც საგარეჯოს რაიონში შუალედური არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების მოთხოვნა, არ არის სწორი.
„საგარეჯოში ისეთი არაფერი მომხდარა, რაც შუალედურ არჩევნებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. რამდენიმე ოლქი შესახებ გასაჩივრდა, რაც სასამართლომ საერთოდ არ მიიღო. რაც შეეხება სპეცუბნებს, არჩევნებისთვის ყოველთვის აქილევსის ქუსლია, მაგრამ იმ უბნის მე-13 უბნის შედეგები მთლიანადაც რომ გაუქმდეს, საერთო შედეგს მაინც ვერ ცვლის. თუ შიმშილობის მოთხოვნაა ის, რომ საარჩევნო კოდექსი, რომელიც ნამდვილად არ ვარგა, უნდა შეიცვალოს, მაშინ სწორი მოთხოვნაა, მაგრამ თუ ლაპარაკია იმაზე, რომ სპეცუბნების გამო არჩევნები არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს, ეს არ არის სწორი“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები