კახა კალაძე: ხუდონი არის ძალიან რთული და ძალიან მძიმე პროექტი

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ხუდონჰესის მშენებლობის შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობას გადასახლება მოუწევს. როგორც ვიცე – პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხუდონი არის ძალიან რთული და ძალიან მძიმე პროექტი.
“ვმუშაობთ. ხუდონი არის ძალიან რთული პროექტი. ძალიან მძიმეა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება მოგვიწევს იმ შემთხვევაში, თუ დავიწყებთ მშენებლობას, ამიტომ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და ამ პროექტთან დაკავშირებით დეტალები უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები