ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კავშირგაბმულობის 70 ახალი სადგური მიიღეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საჯარისო ნაწილებმა 70-ზე მეტი უახლესი ციფრული რადიოსარელეო სადგური მიიღეს. ეს სადგურები ნავიგაციის თანამედროვე სისტემა „გლონასით“ არის აღჭურვილი. ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.
ახალი დანადგარების მეშვეობით კავშირის საკუთარი ხაზების აწყობა გახდება შესაძლებელი. ამ სადგურებს ასევე დაზიანებული ხაზების დროს დროებით შემცვლელ კვანძებად გამოიყენებენ. რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ინფორმაციით, ახალი ტექნიკის მეშვეობით ასევე ვიდეოკონფერენციები გაიმართება და   რადიოსიგნალის მეშვეობით ვიდეომონაცემები გადაიგზავნება.
ახალი ტექნიკა უკვე გამოყენებული იყო აფხაზეთში ჩატარებული წვრთნების დროს, რამაც დასახული ამოცანების შესრულებისას ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედებას ხელი შეუწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები