მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, შემოვლითი რკინიგზის შესახებ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი სიახლე გახდება ცნობილი

საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, თბილისის შემოვლით რკინიგზის შესახებ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი სიახლე გახდება ცნობილი.
მისი თქმით, საკითხზე კონსულტაციები დედაქალაქის მერიასთან მიმდინარეობს, რადგან შემოვლითი რკინიგზის პროექტი თბილისის გენერალურ გეგმაში უნდა მოექცეს.
“ჩვენ მერიასთან გვაქვს კონსულტაციები. წარმოდგენილი გვაქვს პროექტები და იმედია, ერთი კვირის თავზე კონკრეტულ სიახლეს გაგაცნობთ. ჩვენ, “საქართველოს რკინიგზამ”, წარმოვადგინეთ ვარიაცია. არის სამი ვარიანტი. ჩვენი მხრიდან სამივე ვარიანტი მისაღებია. ახლა ველოდებით გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მხრიდან”, – განუცხადა ჟურნალისტებს ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები