საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა კანდიდატურები მიმდინარე კვირას დასახელდება

თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა კანდიდატურები მიმდინარე კვირას დასახელდება. როგორც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ვაკანტურ თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციები სრულდება და კანდიდატურები თბილისის საკრებულოს ამ კვირაში წარედგინება.
“ვასრულებთ კონსულტაციებს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად რამდენიმე ადამიანის შერჩევასთან დაკავშირებით. ამ კვირის განმავლობაში თბილისის საკრებულოს წარედგინება კანდიდატურები, რათა დადგენილი წესის შესაბამისად იმსჯელოს და დაამტკიცოს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერიაში ამ დროისთვის ვაკანტურია კეთილმოწყობის, ზედამხედველობის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ეკოლოგიისა და გამწვანების, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა კანდიდატურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები