ევა გოცირიძე: მოსამართლეები შეეცდებიან აიცილონ ურთმელიძისეული ხვედრი

„მოსამართლე ურთმელიძე ანათემას გადაეცა. ის ფაქტიურად ჯვარზეა გაკრული“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაწევრმა მოსამართლემ, ევა გოცირიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.
როგორც ევა გოცირიძემ აღნიშნა, მოსამართლე ურთმელიძის მიმართ არ დარჩენილა არცერთი ეპითეტი, რომელიც არ ყოფილა გამოყენებული.
“იმ ვითარებასთან, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე, ეს მხოლოდ სასამართლოს კრიტიკა არ არის, ეს არის წრეგადასული ლანძღვა სასამართლოს მიმართ, ეს არის სასამართლოს დაშინების მცდელობა. ზოგი ნებსით, ზოგიც უნებლიედ აკეთებს ამას. მოსამართლე ურთმელიძე გადაეცა ანათემას ის ფაქტიურად ჯვარზეა გაკრული. მისი სახელის მიმართ არ დარჩენილა არცერთი ეპითეტი რომელიც არ ყოფილა გამოყენებული. მოდით, ჩვენ, ვისაუბრით იმაზე, როგორ იქცევა საზოგადოება და როგორ იქცევიან ჟურნალისტები. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში არიან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც ამბობენ, ვაი ახლა თუ მე შემხვდა ამ საქმის განხილვა… თქვენ წარმოგიდენიათ ვიღაცამ მოისურვოს, გაიზიაროს ის ხვედრი, რომელიც გაიზიარა ბატონმა ურთმელიძემ. იმ შემთხვევაში, თუკი მათი შინაგანი რწმენა ისეთივე იქნება, როგორიც იყო ურთმელიძის. მოსამართლეები შეეცდებიან აიცილონ ურთმელიძისეული ხვედრი და მიიღონ მათთვის კომფორტული გადაწყვეტილება. სასამართლოს მიკერძოებულობის ეჭვები არსებობს ოღონდ შემდეგ ისტანციებში. ამიტომ საზოგადოებას და ჟურნალისტებს მართებთ ძალიან დიდი წინდახედულება და გონიერება, როდესაც ხდება ასეთი ზღვარგადასული კრიტიკა კონკრეტული მოსამართლის მიმართ. ვშიშობ, ეს გამოიწვევს მოსამართლეთა სერიოზულ დათრგუნვას”, – განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები