თამაზ მეჭიაური: მარგველაშვილის რეზიდენციაში ყოფნა მინიმუმ არაეთიკურია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის შენახვა სახელმწიფოს ძვირი უჯდება და ეს საქართველოს მსგავსი ღარიბი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან „არაეთიკურია.“ ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.
„მე მიმაჩნია, რომ მინიმუმ არაეთიკურია, როდესაც ქვეყანაში ამდენი გაჭირვებული ადამიანია, ერთი ადამიანის შესანახად, თუნდაც პრეზიდენტის, იხარჯებოდეს ამდენი ფული. მაშინ როცა გაცილებით წარმატებული და ფინანსურად გამართული ქვეყნების პრეზიდენტები ათჯერ უფრო პატარა რეზიდენციებში მოღვაწეობენ და გაცილებით უფრო წარმატებით ასრულებენ საკუთარ მოვალეობას”, – განცხადა თამაზ მეჭიაურმა.