ბიძინა ივანიშვილი: ფადი ასლის მერაბიშვილისა და სააკაშვილის მმართველობის ნოსტალგია აქვს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ექსპრემიერმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, ფადი ასლის მერაბიშვილისა და სააკაშვილის მმართველობის ნოსტალგია აქვს.
„მე ვფიქრობ, რომ ფადი ასლის ნოსტალგია აქვს მერაბიშვილისა და სააკაშვილის მმართველობის. ის ძალიან მეგობრობდა მათთან და ძალიან ბევრი საეჭვო ოპერაცია კეთდებოდა. ის, რომ საქართველოში დღეს ყველა ბიზნესს აბსოლუტურად გახსნილი აქვს არეალი და არავინ ავიწროებს, არის ფაქტი და ისიც უნდა იცოდეს ფადი ასლიმ, რომ გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ფადი ასლის განცხადებით, შემოსავლების სამსახური ხშირად იყენებს ყადაღის ფორმას, დიდხანს გრძელდება შემოწმება, რის გამოც ბიზნესს პრობლემები ექმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები