თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებული ფრაზა, რომელმაც საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანა, არ ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელს და არც საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატ თამარ ხიდაშელს.
„კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ განმარტებით, მათ ვებგვერდს ტექნიკური პრობლემა შეიქმნა, რის გამოც ცენტრის 2015 წლის 25 მარტის სტატიას სათაურით – „გიორგი ანწუხელიძე ჩემთვის გმირი არ არის, მიშას დაკრულზე ცეკვავდა“ ავტომატურად თან ერთვოდა თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის და საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატის თამარ ხიდაშელის ფოტოები, რომელიც არავითარ კავშირში არ არის ამ სტატიასთან.
„კახეთის საინფორმაციო ცენტრმა“ ტექნიკური ხარვეზი მალევე გაასწორა და განცხადება საკუთარ ვებგვერდზეც გაავრცელა. „კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრის მიზნით გარკვეული სამუშაოები ჩაატარა. ვწუხვართ, ვებგვერდზე არსებული ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული პრობლემების გამო“,- ნათქვამია „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები