გიორგი პაპუაშვილი დავით უსუფაშვილს პასუხობს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პარლამენტის შუამდგომლობით მოსამართლეების აცილების შესახებ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ამ საკითხზე მოსამართლეთა კოლეგია იმსჯელებს.
„პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადებისთვის არ მომისმენია, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, მგონი, ეჭვი არ ეპარება არავის საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურ გადაწყვეტილებაში, მაგრამ თუ ეს ოფიციალურად უკვე წარდგენილია და მოსულია შუამდგომლობა, იმედია, მოვა დოკუმენტი და, შესაბამისად, განიხილავს სასამართლო. მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მოსამართლეზე მის პირად ურთიერთობებს გავლენა არ აქვს.
აღქმა რომ არ იყოს ამასთან დაკავშირებით, სასამართლო განიხილავს, არის თუ არა მეუღლის წლების წინანდელი საქმიანობა აცილების საფუძველი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით გუშინ მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები