„პოზიცია“ ადვოკატის ცემის ფაქტის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას დაუშვებლად მიიჩნევს და მომხდარის გამოძიებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს ეხმაურება და პროკურატურას საქმის ობიექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული პოლიტიკური ძალები მომხდარის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ახდენენ, სწორედ ამიტომ აუცილებელია საზოგადოებას უმოკლეს ვადებში ეცნობოს თუ რა მოხდა სინამდვილეში. „გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები მომხდარის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ახდენენ, მივმართავთ პროკურატურას, რომ დაუყონებლივ მოხდეს, საქმის ობიექტური გამოძიება და საზოგადოებას ეცნობოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში“, – ნათქვამია „პოზიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ ადვოკატის მიმართ პროფესიული საქმიანობის მსგავსი უხეში ფორმებით ხელის შეშლა თავისთავად შემაშფოთებელია.
ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობის დაცვას და, შესაბამისად, სახელმწიფოს დაუყონებლივი რეაგირება ქვეყნის დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია „პოზიციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატი გიორგი მდინარაძე სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს. უფლებადამცველი სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება გენინსპეციამ და თბილისის პროკურატურამ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები