ზაქარია ქუცნაშვილი: აზრის გამოთქმის და მოწოდების უფლება ყველას აქვს ჩვენს ქვეყანაში

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც პრეზიდენტი მმართველ გუნდს არადიპლომატიური გამონათქვამებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
“აზრის გამოთქმის და მოწოდების უფლება ყველას აქვს ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, პრეზიდენტიც თავისუფალია აზრის გამოთქმის ნაწილში. უბრალოდ, ერთი რამე მინდა გავიხსენო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კონსტიტუციით, პრეზიდენტს არა აქვს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვის უფლება. ამიტომაც, აზრის გამოთქმა და პოზიციის ფიქსაცია არ უნდა გადაიზარდოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის წარმართვის მცდელობაში. უნდა მოიძებნოს ის ზღვარი, რა ზღვარიც წინა ხელისუფლებამ დაუდო ახლად არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილებას. ჩვენ არ ვართ ამ ზღვარის დამდები მხარე”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები