„ვურჩევდი მარგველაშვილს, განცხადებების დროს მაქსიმალურად იყოს დაცული კონსტიტუციური პრინციპი“
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, რომ მისი განცხადებების დროს კონსტიტუციური პრინციპები დაიცვას.
ბესელიამ მარგველაშვილის გუშინდელ გავრცელებულ მიმართვას აბსოლუტურად შეუსაბამო უწოდა. მისი თქმით, პოლიტიკოსებს არ აქვთ უფლება, მოსამართლისგან პასუხი მოითხოვონ.
„გუშინდელი განცხადება, ვფიქრობ, ისეთივე შეუსაბამო იყო, როგორც ის განცხადებ,ა რომელმაც ძალიან დიდი კრიტიკა გამოიწვია გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მე პირადად ვურჩევდი მას, რომ მისი განცხადებების დროს მაქსიმალურად იყოს დაცული კონსტიტუციური პრინციპი, ხელისუფლების დანაწილების შესახებ. ეს არის ჩემი პასუხი პრეზიდენტისადმი, რომლის გუშინდელი მიმართვა აბსოლუტურად შეუსაბამო იყო. ჩვენ – პოლიტიკოსებს არ გვაქვს უფლება, კონკრეტულ მოსამართლეს პასუხი მოვთხოვოთ“,- განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ მოწოდებას, სადაც პრეზიდენტმა მმართველ კოალიციას არადიპლომატიური განცხადებებისგან თავის შეკავება ურჩია.