გიორგი ლაფერაშვილი: ის ხალხი, 7 ნოემბერი რომ მარტო 7 ნოემბერს ახსენდება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი 7 ნოემბრის მოვლენებს იხსენებს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

„ის ხალხი, 7 ნოემბერი რომ მარტო 7 ნოემბერს ახსენდება;
ის ხალხი, თვითონ რომ აღარ ახსოვთ, სად იყვნენ იმ 7 ნოემბერს და გულით რომ უნდათ, ჩვენც დაგვავიწყდეს;
ის ხალხი, პირველი არგუმენტი რომ ის შეკითხვაა – „სად იყავი მაშინ“ – და ბოლოს, რომ „რატო ქუდი არ გახურავს“, – უნდა გკითხონ;
ის ხალხი, ისტორიები რომ მარტო 2003 წლიდან ახსენდებათ და 2012-ის მერე რომ „აღარ ახსოვთ”;
ის ხალხი, 2003 -მდე რა ხდებოდა, ეგეც რომ აღარ ახსოვთ;
ის ხალხი, გოგა ხაინდრავა რომ რეჟისორია და თამაზ მეჭიაური რომ პოლიტიკოსი;
ის ხალხი, ზვიადის, ედუარდის, მიშას და ბიძინას ფოტოებს რომ გულებით „აშეარებენ“ და ღარიბაშვილი რომ შვილივით უყვართ ან მასთან ფოტოს გადასაღებად რიგში დგებიან;
ის ხალხი, ადრე რომ „ანონიმკებს“ წერდა და იმათი შვილები, დღეს რომ „ფეიქი“ ექაუნთებით კომენტარების წერაში ხელფასს იღებენ;
ის ხალხი, ჯერაც რომ არ დაიღალა და კიდევ სისხლი სწყურია;
ის ხალხი, თავში რომ ქვა უხლია და მუცელში სამართებელი…“ – წერს სოციალურ ქსელში  გიორგი ლაფერაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები