პრემიერ-მინისტრი: 7 ნოემბერი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში 7 ნოემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრელებს.
როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, 7 ნოემბერი მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება სამართლიანობისა და გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლის სიმბოლოდ.
„7 ნოემბერი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე. თარიღი, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება სამართლიანობისა და გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლის სიმბოლოდ. მე მჯერა, რომ ჩვენ, ყველა ერთად, გონივრული ნაბიჯებით, ფუნდამენტური პრინციპების ერთგულებით, შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს“,- აღნიშნულია განცხადებაში.